თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყო: კერძოდ, ლექცია-სემინარები აუდიტორიებში მიმდინარეობს მათთვის, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ გამოცხადდეს აუდიტორიაში. ხოლო მათ ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ შემოუერთდეს სააუდიტორიო სწავლებას, ლექცია-სემინარებს ესწრებიან ონლაინ რეჟიმში.